მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2015 წლის დეკემბერი
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2015 წლის დეკემბერი

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2015 წლის იანვარ-ნოემბერში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 3.0% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე, დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით, ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის ნოემბერში 7.7%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 23%-ით, ხოლო იმპორტი 11%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 4.9%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებსა და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 26%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6%-ით შემცირდა და 2,521 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.