Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2015 წლის ივლისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
2015 წლის იანვარ-ივნისში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.6% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა მრეწველობის დარგის გარდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4.9% შეადგინა. მშპ-ის დეფლატორი კი 2015 წლის ივნისში 5.9%-ს გაუტოლდა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 9%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 0.5%-ით შემცირდა. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 23%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.1%-ით შემცირდა და 2,447 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.