მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2015 წლის ივნისი
Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი 2015 წლის ივნისი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური ბიულეტენი" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

2015 წლის იანვარ-მაისში საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2.5% შეადგინა. აღნიშნულ ზრდაზე დღგ-ს მოცულობის ბრუნვების მიხედვით ყველა დარგს დადებითი გავლენა ჰქონდა მრეწველობის დარგის გარდა. რაც შეეხება ინფლაციას, 2015 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.5%, ხოლო მშპ-ის დეფლატორმა 5.1% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 9%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 0.5%-ით შემცირდა. ასევე შემცირების ტენდენცია გამოვლინდა ფულად გზავნილებში და ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებში, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-ივნისში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები 23%-ით შემცირდა 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2015 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა და 2,484 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.