საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ძირითადი ფისკალური ინდიკატორების მიმოხილვა - 2017 წელი
Print this page

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ძირითადი ფისკალური ინდიკატორების მიმოხილვა - 2017 წელი

ქვეყნის ფისკალური გარემოს მდგრადობა არსებითადაა დამოკიდებული, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სახელმწიფო ფინანსების ეფექტიან მართვაზე. ქვემოთ წარმოდგენილი ანგარიში მიზნად ისახავს წარმოადგინოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა, კერძოდ ანგარიში განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების ძირითად მახასიათებლებს 2017 წლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მაჩვენებლები სრულყოფილად ვერ ასახავს ქვეყნის ფისკალური მოწყობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტსა და კომპლექსურობას, მათი დახმარებით შესაძლოა ზოგადი სურათისა და ძირითადი ტენდენციების წარმოდგენა. ანგარიშის დანართის სახით წარმოდგენილია ბიუჯეტის შესრულების ძირითადი მაჩვენებლების დინამიკა თითოეული თვითმმართველი ერთეულისათვის.