უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯების წილი ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებში როგორც მოწინავე, ისე გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, რაც უმეტესწილად ფისკალური დეცენტრალიზაციის მექანიზმების გაუმჯობესებას უკავშირდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებისთვის ნაერთი ბიუჯეტის გადასახდელების თითქმის ერთ მესამედს ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გაწეული გადასახდელები შეადგენს. საქართველოსთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი საშუალოდ 19%-ს უტოლდება.
წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს საქართველოს მხარეებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ეკონომიკური და ფისკალური გარემოს მიმოხილვასა და აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე გაანგარიშებული ინდიკატორების შედარებით ანალიზს.
ეკონომიკური გარემოს შეფასების მიზნით, ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოს მხარეების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის, ეკონომიკური საქმიანობისა და სპეციალიზაციის ინდექსის, შინამეურნეობათა საშუალო თვიური შემოსავლისა და ხარჯების, შრომის ბაზრის ინდიკატორების შესახებ.
ფისკალური მდგომარეობის შესაფასებლად კი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ეფექტიანობის შეფასებასთან ერთად წარმოდგენილია ინფორმაცია ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და მათი ძირითადი კომპონენტების შესახებ.
ონლაინ ბიბლიოთეკა:
