რეგულირების გავლენის შეფასება

 

რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) წარმოადგენს წარმოდგენილი რეგულაციის ან არამარეგულირებელი ქმედების მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასების სისტემურ ჩარჩოს და საერთაშორისო პრაქტიკით, განიხილება, როგორც პოლიტიკის შემუშავების მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. 

არსებული რეგულაციით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ამ მიმართულებით ნორმატიულ დონეზე ვალდებულებები განსაზღვრული არ აქვს. თუმცა საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების შემოწმების არსებული როლიდან გამომდინარე, 2015 წლიდან აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის (EU) „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგენლობითი უნარების გაძლიერება“ მხარდაჭერით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ ეტაპობრივად ხორციელდება ამ მიმართულებით უნარების გაძლიერება. ზემოაღნიშნული პროცესის შედეგად, 2017 წლიდან პარლამენტის კომიტეტების მიერ ინიცირებულ სამუშაო ჯგუფებში საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით განხორციელდა/მიმდინარეობს რეგულირების გავლენის/გენდერული გავლენის შეფასების შემდეგი პროექტები (ძირითად შემთხვევებში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობა გულისხმობს ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის მომზადებას):

 

რეგულირების გავლენის შეფასების დანერგვის მიმართულებით რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებულ იქნა რეგულირების გავლენის შეფასების სარეკომენდაციო ხასიათის სახელმძღვანელო დოკუმენტი. 

რეგულირების გავლენის შეფასება - ნაწილი 1: არსი და საერთაშორისო გამოცდილება

რეგულირების გავლენის შეფასება - ნაწილი 2: ტექნიკური სახელმძღვანელო

 

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს მხოლოდ დამხმარე დოკუმენტს რეგულირების გავლენის შეფასების მიმართულებით დაინტერესებულ მხარეთათვის და განმახორციელებელ პირთათვის და არ შეიძლება იქნას განხილული, როგორც ამ მიმართულებით სამართლებრივი ბაზის შემადგენელი კომპონენტი.