ანგარიშგების პოლიტიკა

 

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ეტაპებზე ეყრდნობა მის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლს და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით (ასევე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გათვალისწინებით) საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 136-138-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს საშუალოვადიანი პერიოდისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტისა და დასაგეგმი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიმოხილვას (თავდაპირველი ვარიანტი, გადამუშავებული ვარიანტი, საბოლოო ვარიანტი). მიმოხილვები მიზნად ისახავს წარმოადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით და ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მაკრო-ფისკალური პროგნოზები.
მიმოხილვები მზადდება შემდეგ ვადებში:

ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის 139-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიმოხილვას, მიმოხილვის პარლამენტისათვის წარდგენის ვადები განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის შესაბამისად.

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ეტაპზე

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს:

 

ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიმოხილვა
ფისკალური გარემოს ანალიზისა და ფისკალური მდგრადობის კუთხით ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შესრულების წლიურ მიმოხილვას. მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოადგინოს ძირითადი ტენდენციები აგრეგირებულად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსებისათვის, ასევე თითოეული ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ერთეულის დონეზე ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკა.

 

დეტალური ინფორმაციისათვის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშების გამოქვეყნების ვადების შესახებ იხ. ბიუჯეტის ანალიზის ანგარიშგების კალენდარი 2025 წლისათვის.