2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ათი თვის მიმოხილვა ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-ოქტომბრის მდგომარეობით. ათი თვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 79.1%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.2%-ით მეტია.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 78.9%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 14.3%-ით (1,312 მლნ ლარით) მეტია.
• სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 1 297.8 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 763.8 მლნ ლარს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.