Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-სექტემბერი, 2019

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცხრა თვის მიმოხილვა  ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას. ცხრა თვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა, აგრეგატულ დონეზე, გეგმასთან მიმართებაში, მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი (9,041 მლნ. ლარი) 9 თვის გეგმის 101.7%-ს  და წლიური გეგმის 70.3%-ს შეადგენს, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 322.5 მლ  ლარით (3.7%-ით აღემატება).
  • 9 თვის გეგმასთან მიმართებაში ყველა ძირითადი სახის შემოსულობა (შემოსავლები, ფინანსური აქტივების და არაფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები) გადაჭარბებით იქნა მიღებული, გარდა ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისა, რომლის შესრულებაც მცირედით ნაკლებია საგეგმო მაჩვენებელზე(გეგმის 93.7%).
  • წლიური გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან მიმართებაში შემოსულობების ცალკეული კომპონენტების მობილიზების მდგომარეობა განსხვავებულია: შემოსავლები და არაფინანსური/ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები წლიური გეგმის, შესაბამისად, 75%-ს, 98,4%-ს და 64.1%-ს შეადგენს. შედარებით დაბალი შესრულების ტენდენცია ვლინდება ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებისათვის, რომლის შესრულებაც წლიური გეგმის 47%-ს უტოლდება.
  • 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გადასახდელების წლიური გეგმა 13,090 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა. რაც შეეხება შესრულებას, 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 71.4%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 12.9 %-ით (1,071.2 მლნ ლარით) აღემატება.
  • გადასახდელების კომპონენტების დონეზე, ხარჯების (ე.წ. მიმდინარე ხარჯების) შესრულება საანგარიშო პერიოდში 7,030.7 მლნ ლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს  6.1%-ით  (405 მლნ ლარით) აღემატება, ძირითადად, სოციალური უზრუნველყოფის და სხვა ხარჯების მუხლებით გაწეული ხარჯების გავლენით. არაფინანსური აქტივების ზრდის (ე.წ. კაპიტალური ხარჯების) შესრულება 1,404.1 მლნ ლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 482.3 მლნ ლარით აღემატება.
  • რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას, საშინაო ვალდებულებების ზრდის ფაქტობრივი (წმინდა) შემოსულობა 2019 წლის 9 თვის მდგომარეობით 426 მლნ ლარს შეადგენს. საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლით მიღებულმა სესხებმა - 601.2 მლნ ლარი და კვარტალური გეგმის 90% შეადგინა, ხოლო საგარეო ვალდებულებების კლებამ - 724.5 მლნ ლარი.

 

დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული მიმოხილვა.