2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-ივნისის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 44.8%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.1%-ით აჭარბებს.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 45.3%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.6%-ით აღემატება.
- სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 632.2 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 449.6 მლნ ლარს შეადგენს.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.