Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება - იანვარ-მაისი, 2019

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-მაისის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 37.1%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.4%-ით ნაკლებია.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 36.4%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10.5%-ით აღემატება.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა  429.6 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 298.3 მლნ ლარს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.