2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური მიმოხილვა მოკლედ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას იანვარ-აპრილის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდისათვის ძირითადი მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობა შემდეგია:
- სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 28.8%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3.9%-ით ნაკლებია.
- სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები წლიური გეგმის 28.9%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8.7%-ით აღემატება.
- სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 285.3 მლნ ლარს, ხოლო ვალდებულებების კლება 260.6 მლნ ლარს უტოლდება.
დეტალური ინფორმაციისათვის, იხ. სრული ანგარიში.