სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ძირითადი ტენდენციები III კვარტლის მდგომარეობით:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) შესრულების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 100.8%-ს, ხოლო წლიური გეგმის 70.1%-ს შეადგენს. ზრდის ტემპი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.9%-ს უტოლდება.
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) შესრულების ჯამური მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 92.0%-ს, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში - 66.4%-ს შეადგენს. ზრდის ტემპი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ს უტოლდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. სრული დოკუმენტი.