2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 5 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 36%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 2%-ით (92 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 38%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (250 მლნ ლარით) აღემატება.