საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-აპრილი
Print this page

საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2016 წლის იანვარ-აპრილი

2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 4 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 29%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 3%-ით (77 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 30%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 7%-ით (197 მლნ ლარით) აღემატება.