2016 წლის ბიუჯეტის კანონით შემოსულობების და გადასახდელების წლიური გეგმა განისაზღვრა 10,145 მლნ ლარის დონეზე. რაც შეეხება შესრულებას, 2016 წლის 1 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 6%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელზე 13%-ით (97 მლნ ლარით) ნაკლებია, ხოლო გადასახდელების მაჩვენებელი წლიური გეგმის 7%-ს შეადგენს და გასული წლის მაჩვენებელს 3%-ით (19 მლნ ლარით) აღემატება.