საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2015 წლის იანვარ-მარტი
Print this page

საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ყოველთვიური მიმოხილვა - 2015 წლის იანვარ-მარტი

  • აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის 3 თვის მდგომარეობით, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობა მისაღებად შეიძლება შეფასდეს, კერძოდ, ჯამური მაჩვენებელი კვარტალური გეგმის 104.8%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 23.3%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12.7%-ით აღემატება. ანალოგიურად კვარტალურ გეგმას უახლოვდება (მცირედი უარყოფითი გადახრით ხასიათდება) გადასახდელების შესრულების მდგომარეობა, კერძოდ, გადასახდელების ჯამური მაჩვენებელი საწყისი კვარტალური გეგმის 96.9%-ს (წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის  21.9%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდის ტემპი 13.5%-ს უტოლდება.
  • რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების კომპონენტების დონეზე, (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს ოთხ კომპონენტს: შემოსავლები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლება, ვალდებულებების ზრდა) კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი ტენდენციით ხასიათდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზება) შემოსულობები, რომელიც ნომინალურ გამოსახულებაში 63.2 მლნ ლარს (კვარტალური გეგმის 602.0%-ს) შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 65.4%-ით აღემატება, ანალოგიურად, კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში შესრულების მაღალი მაჩვენებელი ვლინდება ფინანსური აქტივების კლების მუხლით (სესხების დაფარვიდან მიღებული სახსრები) შემოსულობებისათვის, რომლის შესრულების მდგომარეობა 10.6 მლნ ლარს და კვარტალური გეგმის 125.6%-ს უტოლდება, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები კვარტალური გეგმის 104.3%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 255.5 მლნ ლარით (15.1%-ით) აღემატება, ძირითადად საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტენდენციის გავლენით.
  • რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები მოიცავს ოთხ კომპონენტს: ხარჯები, არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდა, ვალდებულებების კლება) საწყისი კვარტალური გეგმისაგან მცირედი უარყოფითი გადახრა, თუმცა გასული პერიოდის შესრულების ტენდენციასთან შედარებით გაუმჯობესება ვლინდება ვლინდება არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის (ე.წ. კაპიტალური ხარჯები), რომლის შესრულება კვარტალური გეგმის 95.5%-ს უტოლდება და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 39.2 მლნ ლარით (59.7%-ით) აღემატება. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, მისი შესრულება 3 თვის მდგომარეობით საწყისი კვარტალური გეგმის 96.8%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მხოლოდ 9.2%-ით მეტია, თუმცა ნომინალურ გამოსახულებაში ზრდის მაჩვენებელი 149.3 მლნ ლარს უტოლდება, ამასთან ე.წ. კაპიტალური ხარჯების ზრდის მაჩვენებელი, როგორც უკვე აღინიშნა, 39.2 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხარჯების კომპონენტების დონეზე დინამიკას, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზემოაღნიშნული 149.3 მლნ ლარის ოდენობით ზრდა ძირითადად უკავშირდება სოციალური უზრუნველყოფის (57.6 მლნ ლარით), შრომის ანაზღაურების (30.4 მლნ ლარით) და საპროცენტო ხარჯების (21.1 მლნ ლარით) ზრდას გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თუმცა ხარჯების ცალკეული კომპონენტების დონეზე ტენდენციების ანალიზისას გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ბიუჯეტის კანონში და შესაბამისად, პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშში ბიუჯეტის ხარჯების კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით ასახულია სსიპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების განკარგვა, რომლებიც გასულ წლებში ჯამურად სუბსიდიის მუხლით აისახებოდა, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად არსებული წარმოდგენა იძლევა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების განკარგვის უფრო სამართლიან სურათს, ხარჯების კომპონენტების დონეზე გასულ წელთან შედარებით გამოვლენილი ტენდენციების ანალიზისას აუცილებელია კლასიფიკაციაში არსებული ზემოაღნიშნული განსხვავებების გათვალისწინება. საწყის კვარტალურ გეგმასთან მიმართებაში მცირედი გადაჭარბება ვლინდება ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გადასახდელებისათვის, რომლის შესრულება კვარტალური გეგმის 106%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 50.1 მლნ ლარით (163.5%-ით) აღემატება, ძირითადად, აქციებისა და კაპიტალის მუხლით ფინანსური აქტივების ზრდის ტენდენციის გავლენით.
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები

    • 2015 წლის 3 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 1,951 მლნ ლარს შეადგენს და კვარტალურ გეგმას 81.1 მლნ ლარით (4.8%-ით) აღემატება. კომპონენტების დონეზე (სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მოიცავს სამ კომპონენტს: საგადასახადო შემოსავლები, გრანტები და სხვა შემოსავლები) კვარტალურ გეგმას აღემატება როგორც საგადასახადო შემოსავლების, ისე სხვა შემოსავლებისა და გრანტების შესრულების მაჩვენებლები.
    • საგადასახადო შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი კვარტალურ გეგმას 48.5 მლნ ლარით (2.7%-ით), ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11.5%-ით (189.1 მლნ ლარით) აღემატება. თუმცა განსხვავებული ტენდენცია ვლინდება გადასახადების ცალკეული ტიპებისათვის. კერძოდ, კვარტალურ გეგმას შესაბამისად, 32 მლნ ლარითა და 48.7 მლნ ლარით აღემატება მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები, თუმცა გეგმიდან უარყოფითი გადახრა ვლინდება საშემოსავლო, აქციზისა და იმპორტის გადასახადების შესრულებისას. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან მიმართებას, ზრდის ტემპი შესაბამისად, 26.5%-სა და 11.8%-ს შეადგენს მოგებისა და დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლებისათვის, ხოლო 11.5%-სა და 4.5%-ს-აქციზისა და საშემოსავლო გადასახადისათვის, ამასთან, იმპორტის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22.9%-ით ნაკლებია.
    • სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების სახით მიღებულ შემოსავლებთან მიმართებაში, აღნიშნული მაჩვენებელი გეგმას 30.5%-ით აღემატება და 58.2 მლნ ლარს უტოლდება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 3.2 მლნ ლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს მობილიზებული გრანტების უდიდეს წილს (51.5%) ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტები შეადგენს.
    • რაც შეეხება სხვა შემოსავლებს, სხვა შემოსავლების შესრულება კვარტალური გეგმის 141.8%-ს, ხოლო გასულ წელთან მიმართებაში ზრდის ტემპი 21.5%-ს შეადგენს, ძირითადად შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების შესრულების ტენდენციის გავლენით. კერძოდ, აღნიშნული მუხლით შემოსავლები 2015 წლის იანვარ-მარტის მდგომარეობით 22.2 მლნ ლარს და შესაბამისი კვარტალური გეგმის 410.4%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ტენდენცია ნაწილობრივ უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის კლასიფიკაციაში განხორციელებულ ცვლილებს. კერძოდ, მიმდინარე წელს შერეულ და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებში, ასახულია წინა წლების გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების დაბრუნება და ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული გაურკვეველი თანხები, რომლებიც დაზუსტების შემდგომ მიიმართება დანიშნულებისამებრ (სულ, 7.1 მლნ ლარი), რაც გასულ წლებში ფინანსური აქტივების კლების მუხლში აისახებოდა.

    სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები

    • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულებასთან მიმართებაში, მხარჯავი დაწესებულებების დონეზე გამოყოფილი ასიგნებების ათვისების %-ული წილი წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან მიმართებაში მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისთვის 15-25%-იან შუალედში მერყეობს. წლიურ გეგმასთან მიმართებაში ასიგნებების ათვისების ძირითადი ტენდენციის სურათი, როგორც მხარჯავი დაწესებულებების, ისე პროგრამების მიხედვით წარმოდგენილია დანართის სახით (იხ. დანართები 2-4).
    • საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებთან მიმართებაში, 2015 წლის 3 თვის მდგომარეობით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრები 30.3 მლნ ლარს, ხოლო გადარიცხული სახსრები 24.3 მლნ ლარს და წლიური ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული გეგმის 48.6%-ს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების განაწილება მიზნობრიობის მიხედვით წარმოდგენილია ანგარიშში. რაც შეეხება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს, 2015 წლის 3 თვის მონაცემებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის/სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხების ჯამური მოცულობა 19.1 მლნ ლარს და წლიური გეგმის 6.4%-ს უტოლდება.

    საშინაო და საგარეო ვალდებულებების დინამიკა

    • სახელმწიფო ბიუჯეტის საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების ფაქტობრივი შესრულება, 2015 წლის 3 თვის მდგომარეობით, 198.6 მლნ ლარს შეადგენს (წლიური გეგმა-600 მლნ ლარი). აღრიცხვის არსებული სპეციფიკის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში ემიტირებულ იქნა 405.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების, ხოლო დაფარულ იქნა 204.2 მლნ ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციები.
    • რაც შეეხება საგარეო წყაროებიდან მიღებულ დაფინანსებას, სახაზინო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საგარეო წყაროებიდან მიღებული შემოსულობების მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტენდენციას ავლენს, ძირითადად გრანტების სახით მიღებული შემოსავლების ზრდის გავლენით. კერძოდ, გრანტების მოცულობა 2015 წლის 3 თვის მდგომარეობით 58.2 მლნ ლარს და წლიური დამტკიცებული გეგმის 27.1%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 55 მლნ ლარით აღემატება. რაც შეეხება კრედიტებს, საგარეო ვალდებულებების ზრდით სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსულობები მთლიანად საინვესტიციო კრედიტებს წარმოადგენს და ჯამურად, 81.2 მლნ ლარს და წლიური გეგმის  8.0%-ს უტოლდება.