2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 30 მლნ ლარით (0.3%-ით) და შეადგენს 11,487 მლნ ლარს. გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 10 თვის მდგომარეობით, შემოსულობების შესრულება წლიური გეგმის 82.9%-ს შეადგენს, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 2.9 %-ული პუნქტით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებით, 

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენილი და ნაერთი ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლები ეყრდნობა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2017 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 4%; ინფლაცია 4%; იმპორტის ზრდა (7.1%) და 2016 წლისთვის (განახლებული პროგნოზებით) ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის და იმპორტის ზრდის მოსალოდნელ მაჩვენებლებს, შესაბამისად 2.7%, 2%-ის და 2.1%-ის ოდენობით. 

BDD დოკუმენტის საწყისი ვერსიებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისა და საშუალოვადიანი პერიოდისათვის 5.5.%-ს შეადგენდა, პირველი წარდგენის BDD დოკუმენტით, რომელიც ეკონომიკური ზრდის უფრო კონსერვატული სცენარით გამოირჩეოდა, აღნიშნული მაჩვენებელი 4.0%-ს შეადგენდა და 2020 წლისთვის ეტაპობრივად აღწევდა 5.5 %-იან ნიშნულს. წარმოდგენილი დოკუმენტით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისთვის ასევე 4%-ის დონეზეა პროგნოზირებული და 2020 წლისთვის 6.0%-იან  ნიშნულს აღწევს. 

  • ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი ეყრდნობა ეკონომიკური გარემოს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით (BDD) წარმოდგენილ საბაზისო სცენარს 2017 წლისათვის: ეკონომიკური ზრდა 4%; ინფლაცია 4%. აღნიშნული სცენარის შემთხვევაში, მიმდინარე წელთან მიმართებაში 2017 წლისათვის მიმდინარე წელთან შედარებით გათვალისწინებულია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 1.9%-ით და მიმდინარე ხარჯების  - 4.7%-ით (396 მლნ ლარით) ზრდა, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის(ე.წ. კაპიტალური ხარჯები) მაჩვენებლის შემცირება 5.2%-ით(93 მლნ ლარით).
  • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, გასული წლის მსგავსად, საყურადღებოა მაკროეკონომიკური გარემოს განსხვავებული საშუალოვადიანი სცენარების შემთხვევაში მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის პასუხები. მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, მთავრობის მიერ გათვალისწინებულია მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საბაზისო სცენარის დონეზე შენარჩუნება და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესება. აღნიშნული, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მოითხოვს მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს. რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარებას, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მთავრობის მიერ გათვალისწინებულია ბიუჯეტის დეფიციტის საბაზისო დონეზე შენარჩუნება კაპიტალური ხარჯების შემცირების ხარჯზე, რამაც საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, შესაძლოა კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზე საშუალოვადიან პერიოდში.
  • რაც შეეხება ძირითადი ფისკალური ინდიკატორების დინამიკას, ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდოს საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისათვის (GFSM 2001) მშპ-სთან მიმართებაში -1.9%ს შეადგენს, და 2016 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით (-1.1%) შემცირების(გაუარესების) ტენდენციას ავლენს. ანალოგიური დინამიკით ხასითდება მთლიანი ფისკალური ბალანსი, კერძოდ 2016 წლისათვის მოსალოდნელი მაჩვენებელი -3%-ს, ხოლო 2017 წლისათვის_ -3.7%-ს უტოლდება. მიუხედავად ამისა, 2017 წლისათვის ციკლურად კორექტირებული და სტრუქტურული ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით უცვლელია, ხოლო ციკლურად კორექტირებული და სტრუქტურული ბიუჯეტის ფისკალური ბალანსი გაუმჯობესების ტენდენციას ავლენს.