2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 30 მლნ ლარით (0.3%-ით) და შეადგენს 11,487 მლნ ლარს. გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 10 თვის მდგომარეობით, შემოსულობების შესრულება წლიური გეგმის 82.9%-ს შეადგენს, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 2.9 %-ული პუნქტით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებს, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 11,720 მლნ ლარის დონეზე და 2017 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 2.7%-ს შეადგენს.