2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები და სენსიტიურობა მაკროეკონომიკური პარამეტრების საბაზისო სცენარისაგან განსხვავებული განვითარების შემთხვევაში
Print this page

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები და სენსიტიურობა მაკროეკონომიკური პარამეტრების საბაზისო სცენარისაგან განსხვავებული განვითარების შემთხვევაში

 

2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნებში ასახულ იქნა 2015 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზები 2014 წლისთვის მოსალოდნელი საგადასახადო შემოსავლების შესახებ განსხვავებული დაშვებების გათვალისწინებით. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების გეგმური მაჩვენებლების სრულყოფილად შეფასებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების განსხვავებული განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელი გადახრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ქვემოთ წარმოდგენილი ანგარიში ასახავს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ საგადასახადო შემოსავლების განახლებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს, 2014 წლის საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივ მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრულ არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების განსხვავებული განვითარების შემთხვევებისთვის.