შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 93 მლნ ლარით (0.7%-ით) და შეადგენს 12,957 მლნ ლარს. შემოსულობების აგრეგატული მაჩვენებლის ცვლილება, შესრულების შედეგებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს როგორც საგარეო წყაროდან (გრანტები და კრედიტები), აგრეთვე, საშინაო წყაროდან შემოსულობების (საგადასახადო შემოსავლები, სხვა შემოსავლები, არაფინანსური აქტივების კლებისა და საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები) კორექტირება-დაზუსტებას.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 13,313 მლნ ლარის დონეზე და 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 1.7%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 8 თვის მდგომარეობით, გადასახდელების შესრულება წლიური გეგმის 61.7%%-ს უტოლდება.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მიმოხილვა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ (საბოლოო ვარიანტი) ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წინა წარდგენის შემდგომ განხორციელებულ ძირითად ცვლილებებს როგორც აგრეგატულ, ასევე მხარჯავი დაწესებულებების/პროგრამების დონეზე.
დეტალურად იხ. სრული ანგარიში.
იხილეთ დანართი:
გაეცანი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინფოგრაფიკს!
(პროექტი, III წარდგენა)
სახელმწიფო ბიუჯეტის ინფოგრაფიკი, რომელიც მომზადდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის(GGI) მხარდაჭერით, ასახავს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის (მესამე წარდგენა) ძირითად პარამეტრებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მოკლე მიმოხილვა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (მეორე წარდგენა) შესახებ ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის შემდგომ განხორციელებულ ძირითად ცვლილებებს როგორც აგრეგატულ, ასევე მხარჯავი დაწესებულებების/პროგრამების დონეზე.
დეტალურად იხ. სრული ანგარიში.
იხილეთ დანართი:
გაეცანი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ინფოგრაფიკს!
სახელმწიფო ბიუჯეტის ინფოგრაფიკი, რომელიც მომზადდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის(GGI) მხარდაჭერით, ასახავს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის (პირველი წარდგენა) ძირითად პარამეტრებს.
გაცნობებთ, რომ ინფოგრაფიკი განახლდება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემდგომი წარდგენების პარალელურად და ასევე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებული კანონის შესაბამისად.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (პირველი წარდგენა) მიმოხილვას აქვეყნებს.
მიმოხილვაში ასახულია:
ფისკალური გარემოს ძირითადი საპროგნოზო მაჩვენებლების ანალიზი და დამოუკიდებელი პროგნოზები ცალკეული ინდიკატორებისათვის საშუალოვადიანი პერიოდისათვის,
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი მაჩვენებლების მიმოხილვა
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს თანდართული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე ანალიზი.
დეტალურად იხ. სრული ანგარიში.
იხილეთ დანართი: