„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა
Print this page

„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა

 

შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 93 მლნ ლარით (0.7%-ით) და შეადგენს 12,957 მლნ ლარს. შემოსულობების აგრეგატული მაჩვენებლის ცვლილება, შესრულების შედეგებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს როგორც საგარეო წყაროდან (გრანტები და კრედიტები), აგრეთვე, საშინაო წყაროდან შემოსულობების (საგადასახადო შემოსავლები, სხვა შემოსავლები, არაფინანსური აქტივების კლებისა და საშინაო ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები) კორექტირება-დაზუსტებას.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განსაზღვრულია 13,313 მლნ ლარის დონეზე და 2019 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით გადასახდელების ზრდის ტემპი 1.7%-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 8 თვის მდგომარეობით, გადასახდელების შესრულება წლიური გეგმის 61.7%%-ს უტოლდება.