Print this page

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების მიმოხილვა

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური მიმოხილვა ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების დინამიკას. აგრეგატულ დონეზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრულება შემდეგ ძირითად ტენდენციებს ავლენს:

  • შემოსულობების ჯამური მაჩვენებლის შესრულება 12,693 მლნ ლარს და გეგმის 101.8%-ს შეადგენს (ნომინალურ გამოსახულებაში გეგმურ მაჩვენებელთან გადაჭარბება - 225.6 მლნ ლარი);
  • გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება 12,590 მლნ ლარს და წლიური გეგმის 100.8%-ს შეადგენს (ნომინალურ გამოსახულებაში გეგმურ მაჩვენებელთან გადაჭარბება - 99.1 მლნ ლარი).
  • ნაშთის ცვლილება (ნაშთის გამოყენება) 2018 წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრა (-23.2) მლნ ლარის დონეზე, ხოლო ფაქტობრივი მოცულობა (ნაშთის დაგროვების სახით) 103.2 მლნ ლარს შეადგენს.
დეტალურად საბიუჯეტო პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.