სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური მიმოხილვა ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლების დინამიკას. აგრეგატულ დონეზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლების შესრულება შემდეგ ძირითად ტენდენციებს ავლენს:
- შემოსულობების ჯამური მაჩვენებლის შესრულება 12,693 მლნ ლარს და გეგმის 101.8%-ს შეადგენს (ნომინალურ გამოსახულებაში გეგმურ მაჩვენებელთან გადაჭარბება - 225.6 მლნ ლარი);
- გადასახდელების ჯამური მაჩვენებლის შესრულება 12,590 მლნ ლარს და წლიური გეგმის 100.8%-ს შეადგენს (ნომინალურ გამოსახულებაში გეგმურ მაჩვენებელთან გადაჭარბება - 99.1 მლნ ლარი).
- ნაშთის ცვლილება (ნაშთის გამოყენება) 2018 წლის ბიუჯეტის კანონით განისაზღვრა (-23.2) მლნ ლარის დონეზე, ხოლო ფაქტობრივი მოცულობა (ნაშთის დაგროვების სახით) 103.2 მლნ ლარს შეადგენს.
დეტალურად საბიუჯეტო პარამეტრების დინამიკის შესახებ იხილეთ სრული დოკუმენტი.