პასუხები ძირითად შეკითხვებზე
ვლინდება თუ არა წლიური გეგმისაგან გადახრები სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი აგრეგატების შესრულებაში?
აგრეგატულ დონეზე, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 9,891 მლნ ლარს, ნოემბერში დამტკიცებული (საბოლოო) წლიური გეგმის 101%-ს და საწყისი გეგმის 100%-ს შეადგენს, ხოლო გადასახდელების ფაქტობრივი ჯამური მაჩვენებელი (9,703 მლნ ლარი), როგორც საწყის, ასევე საბოლოო წლიურ გეგმასთან მიმართებით, 101%-ს უტოლდება.
როგორია შემოსულობების ცალკეული კომპონენტის გეგმის შესრულების მდგომარეობა?
შემოსულობების კომპონენტების დონეზე, საბოლოო გეგმიდან (გარდა ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობებისა) არსებითი გადახრები არ ვლინდება: შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობების შესრულება წლიური გეგმის 101%-103%-ის ინტერვალშია. თუმცა განსხვავებული ტენდენცია ვლინდება საწყის გეგმურ მაჩვენებლებთან შედარებისას, კერძოდ, არაფინანსური და ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები საწყისი წლიური გეგმის შესაბამისად, 338%-ს და 80%-ს შეადგენს.
იხილეთ დანართი: