ევროკავშირის საჯარო ფინანსების რეფორმის პოლიტიკის მხარდაჭერის (PFPR) პროექტი

ევროკავშირის საჯარო ფინანსების რეფორმის პოლიტიკის მხარდაჭერის (PFPR) პროექტი

 

ევროკავშირის საჯარო ფინანსების რეფორმის პოლიტიკის მხარდაჭერის (PFPR) პროგრამა წარმოადგენს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს. პროგრამა წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ პროგრამას საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად 21 მლნ ევროს ოდენობით, საიდანაც 19 მილიონი განკუთვნილია ბიუჯეტისთვის, ხოლო 2 მლნ ტექნიკური დახმარებისთვის. პროგრამის საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოში საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საბიუჯეტო ზედამხედველობის როლის გაძლიერებას მაღალი დონის მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პოტენციალის, ინსტიტუციური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება, ტექნიკური დახმარებით, ტრენინგებით, სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ საბიუჯეტო ოფისს მისცემს შესაძლებლობას პარლამენტის წევრებს წარუდგინოს საბიუჯეტო პოლიტიკის ძირითადი საკითხების დამოუკიდებელი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიმოხილვა/ანალიზი, გააძლიეროს საპარლამენტო კომიტეტების მხარდაჭერა ფისკალურ საკითხებთან მიმართებაში, გაზარდოს საბიუჯეტო ოფისის როლის და მუშაობის ცნობადობა როგორც პარლამენტში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში, გააუმჯობესოს გარე კომუნიკაცია, ხილვადობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნის-აგვისტოში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს სტუმრობდა მოწვეული ექსპერტი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ მოხთარი. ვიზიტის განმავლობაში ექსპერტმა საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა რამდენიმე ტრენინგი/სემინარი სემინარი თემაზე: მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები. სემინარზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო ინვესტიციების შეფასება (ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი), მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზი, მაკროეკონომიკური მოდელირება და ანალიზი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.