გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
საჯარო ფინანსების მართვის საკითხებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ბოლო ათწლეულის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ კავკასიის რეგიონთან და განსაკუთრებით საქართველოსთან. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და ამ მხრივ პარლამენტთან, კერძოდ კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან თანამშრომლობა არის მიჩნეული.
„საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ფარგლებში პარლამენტსა და GIZ-ს შორის თანამშრომლობა ეტაპობრივად გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი სფეროები:
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეფორმა და მისი დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბება - GIZ-ს აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად და მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)მიერ დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისათვის დეკლარირებულ ძირითად პრინციპებს;
- საბიუჯეტო ოფისის, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის როლის დამკვიდრება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არსებულ ფისკალურ არქიტექტურაში - GIZ აქტიურად უჭერს მხარს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამკვიდრებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე არსებულ ფისკალურ არქიტექტურაში.
„საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ქვეყნების ფისკალურ ინსტიტუციებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებისათვის საბიუჯეტო ოფისმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პარლამენტის საბიუჯეტო ოფისებისა და დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ჯგუფის მე-7 შეხვედრაში, გაიმართა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისში.
ადგილობრივ დონეზე, საჯარო ფინანსების მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერით,GIZ მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს აღნიშნული ტიპის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, კომუნიკაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებას. ინსტიტუციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საბიუჯეტო პროცესის მონაწილე ინსტიტუციების დამოუკიდებლობას, ეროვნული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებას, ძლიერი საპარლამენტო კონტროლის შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად - საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული სტანდარტების შესაბამისად წარმართვისათვის giz-ის მიერ ხორციელდება ისეთი ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენება, როგორიც არის: საგნობრივი კონსულტაციები საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით, ტრენინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებები, პრაქტიკული საქმიანობის თანხლება და ახალი მიდგომებისა თუ მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა, ინტეგრირებული ექსპერტების გამოყენება.






