ჩვენი როლი და მანდატი

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი წარმოადგენს პარლამენტის სისტემაში არსებულ დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციას, რომლის უმთავრესი მიზანია აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზით, კვლევითა და შეფასებით ხელი შეუწყოს საჯარო ფინანსების მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და შესაბამისად, ფისკალურ მდგრადობას საშუალო/გრძელვადიანი პერიოდისათვის.


საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. საბიუჯეტო ოფისი პირველად 1997 წელს შეიქმნა, თუმცა 2005 წლიდან ოფისი ექვემდებარებოდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. საბიუჯეტო ოფისისათვის 2014 წელი გარდამტეხი ცვლილებებისა და გამოწვევების წელია. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და მისი საქმიანობის საერთაშორისო უკეთეს პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 2014 წელს განხორციელებული ცვლილებებით საბიუჯეტო ოფისის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დეკლარირებულ ძირითად პრინციპებს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციებისათვის: ოფისი ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად, განისაზღვრა დამოუკიდებლობის გარანტიები, შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა. არსებული ცვლილებების შემდგომ, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რაც უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის გარანტიებს მის საქმიანობაში.
რეფორმის შემდგომ, მისი, როგორც დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციის მანდატის შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ძირითადი ფუნქციებია:

 

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხ.

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულება.

 

საერთაშორისო პრაქტიკით დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების ფუნქციებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩო.