მთავარი სპეციალისტი - ქეთევან ქარდავა

ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის  სამმართველო

მთავარი სპეციალისტი

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

+995 (32) 2 28 13 39

ქეთევან ქარდავამ 2019 წელს წარჩინებით დაასრულა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა, 2022 წელს კი მიენიჭა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. სწავლის პერიოდში, გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა პორტუგალიაში, სადაც სრული დაფინანსებით საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა. ქეთევანის სამაგისტრო ნაშრომი: „საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა და მისი შეფასების მექანიზმი საქართველოს მუნიციპალიტეტებში“- დაიბეჭდა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომი.

საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობს 2019 წლიდან.  მისი საქმიანობა ამ სფეროში დაიწყო  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის დეპარტამენტში. სადაც აქტიურად იყო ჩართული როგორც შიდა აუდიტის, ასევე ფინანსური მართვისა და კონტროლის მიმართულებით განხორციელებულ რიგ აქტივობებსა და პროექტებში.  ქეთევანი იღებდა მონაწილეობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, შიდა აუდიტის სუბიექტების ხარისხის გარე შეფასების პროცესში. იგი „ფინანსური მართვა და კონტროლის რეფორმა საქართველოში“- საინფორმაციო ბროშურის ავტორია.  2024 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გუნდის წევრი და იკავებს მთავარი სპეციალისტის პოზიციას ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის სამმართველოში.

ქეთევანს გავლილი აქვს პროგრამულ ბიუჯეტირებასთან, საჯარო ფინანსების მართვასთან,  რისკების მართვასა და სტრატეგიულ დაგეგმვასთან დაკავშირებული რიგი ტრენინგები. მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD/SIGMA), სლოვენიის ფინანსების მოწინავე გამოცდილების ცენტრისა (CEF) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგები.

მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.