უფროსი სპეციალისტი - ქეთევან გოგოლაური

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

+995 (32) 2 28-13-53

ქეთევან გოგოლაურმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით და მიენიჭა ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

მისი პროფესიული საქმიანობა 2003 წლიდან იწყება, თავდაპირველად ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში, 2004 წლიდან კი საქართველოს პარლამენტის აპარატში, მ.შ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, შემდეგ კი 2007 წლიდან შემოუერთდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გუნდს.

ქეთევანს გავლილი აქვს ეკონომიკის, საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტირების, შიდა და გარე კონტროლის მექანიზმების, მენეჯმენტის, კომუნიკაციების თემატიკასთან დაკავშირებული ტრენინგები და სასწავლო კურსები. არის NDI-ის მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ ენას.