მთავარი სპეციალისტი - ბესიკ მაყაშვილი
მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
+995 (32) 2 28 13 71
ბესიკი მაყაშვილმა დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, არის ილიას სახელობის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და თანამედროვე პარადიგმების მაგისტრანტი.
ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მუშაობს 2015 წლიდან. აქვს როგორც საჯარო სექტორში ასევე არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ის მუშაობდა ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობაში როგორც სპეციალისტის ასევე განყოფილების უფროსის პოზიციაზე, იყო სხვადასხვა არასამათავრობო ორგანიზაციის მოწვეული ტრენერი „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები“-სა და სხვა სალექციო კურსის მიმართულებით. 2025 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში.
ბესიკი მაყაშვილს გავლილი აქვს, საქართველოს შესყიდვების სააგენტოს პროფესიული კურსი, 2013 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდო „სამოქალაქო თავდადების მედალი“ ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისათვის.
მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
