მთავარი სპეციალისტი - ჯუნა გერსამია

ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის სამმართველო
მთავარი სპეციალისტი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
+995 (32) 2 28 13 39
ჯუნა გერსამიამ 2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით. 2017 წელს კი მიენიჭა ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტის განხრით.
საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობს 2013 წლიდან. აქვს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. მისი საქმიანობა ამ სფეროში დაიწყო სტაჟირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოში, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2014 წელს, დასაქმდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტში ბიუჯეტირების მიმართულებით. 2021 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის გუნდის წევრი და იკავებს მთავარი სპეციალისტის პოზიციას ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის სამმართველოში.
ჯუნა გერსამიას გავლილი აქვს საჯარო ფინანსებთან, პროგრამულ და გენდერულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული ტრენინგები და სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მ.შ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის, USAID-ის, სლოვენიის ფინანსების მოწინავე გამოცდილების ცენტრისა და შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალთა აკადემიის ორგანიზებით.
მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
