სამმართველოს უფროსი - გიორგი მესხორაძე

ბიუჯეტის ანალიზის სამმართველოს უფროსი
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
+995 (32) 2 28 17 62
გიორგი მესხორაძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობს 2013 წლიდან. აქვს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება, მ.შ. მენეჯერულ პოზიციებზე. კერძოდ, 2013 წლის დეკემბრიდან ის მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს მრჩევლად, ხოლო 2015 წლის დეკემბრიდან - ამავე სამმართველოს უფროსად. 2020 წლის იანვრიდან იგი არის საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზის სამმართველოს უფროსი.
2021 წლიდან გიორგი მესხორაძე არის, ასევე, სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი.
გიორგი მესხორაძეს გავლილი აქვს სახელმწიფო ფინანსებთან და ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტრენინგი.
მშობლიური ქართულის ენის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
