მთავარი სპეციალისტი - უტა ჯორბენაძე

ბიუჯეტის ანალიზის  სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

+995 (32) 2 28 17 62

უტა ჯორბენაძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, სადაც ამჟამად აგრძელებს სწავლას მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად საბანკო და საფინანსო საქმეში. იგი ასევე ფლობს დიპლომს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შვეიცარიული ბიზნეს სკოლიდან (BVS - Business School Switzerland).

ფინანსების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, ის მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ ორგანიზაციაში, იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში USAID Good Governance Initiative-ის მკვლევარი, ხოლო პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ კი 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში.

უტა ჯორბენაძეს გავლილი აქვს საჯარო ფინანსებთან, ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული ტრენინგები და სასწავლო კურსები. ის არის USAID-ის პროგრამის "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" გამარჯვებული და არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანები მაღალი აკადემიური მოსწრებით" პროგრამის გამარჯვებული.

მშობლიური ქართული ენის გარდა, ფლობს  ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.