სამმართველოს უფროსი - შორენა კახიძე

ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის  სამმართველოს უფროსი

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

+995 (32) 2 28 16 36

შორენა კახიძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაციით, გახდა ეკონომიკის მაგისტრი, ხოლო შემდეგ კი მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სწავლის პერიოდში, როგორც ახალგაზრდა მეცნიერმა მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია, გახდა კორპორაცია მიცუბიშის საერთაშორისო სტიპენდიანტი, ასევე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების მრავალგზის გამარჯვებული.

საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობს 2001 წლიდან. აქვს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება, მ.შ. მენეჯერულ პოზიციებზე. კერძოდ, ის მუშაობდა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში უშუალოდ საჯარო ფინანსებთან, მის მართვასთან და ბიუჯეტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში, საიდანაც 2009-2014, ასევე 2019-2022 წლებში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოფისს, 2022-2023 წლებში პარალელურად იყო ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ მუდმივი უცხოელი მრჩევლის ადგილობრივი წარმომადგენელი.

შორენა კახიძე 2001 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. არის სრული პროფესორი და სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კითხულობს ლექციებს საჯარო ფინანსების მართვის, ბიუჯეტირების, რეგულირების გავლენის შეფასების მიმართულებით. ასევე არის საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი.

შორენა კახიძეს გავლილი აქვს საჯარო ფინანსების მართვასთან, ბიუჯეტირებასთან, როგორც საგადასახადო, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული ტრენინგები და სასწავლო კურსები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მ.შ. აშშ-ს კონგრესში, ჰოლანდიის პარლამენტში, პოლონეთის ფინანსთა სამინისტროში, გერმანიის საჯარო ფინანსების მართვის აკადემიაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში, სლოვენიის ფინანსების მოწინავე გამოცდილების სასწავლო ცენტრში.

შორენა კახიძე არის საჯარო ფინანსების მართვასთან და ბიუჯეტირებასთან დაკავშირებული დამხმარე სახელმძღვანელოების, ასევე რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, NDI-ის მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული.

მშობლიური ქართულის გარდა, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.