Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვია

 

მიმდინარე წლის 3-7 აპრილს ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტისა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნული აკადემიის ორწლიანი დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გაძლიერება“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში.

საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ ნიდერლანდების საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე ყველა მნიშვნელოვან უწყებას, კერძოდ: ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნულ აკადემიას, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატას (პარლამენტი), ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ბიუროს, სახელმწიფო საბჭოს, უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასა და სტატისტიკის სამსახურს.  

საქმიანი შეხვედრები გაიმართა ზემოაღნიშნული უწყებების დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან, დარგის ექსპერტებსა და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია მათი უწყებების როლის, სტრუქტურის, ფუნქციების, საქმიანობის და მიღწევების შესახებ. მხარეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია რელევანტურ საკითხებზე და მოხდა ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლა.

ნიდერლანდების მხარის წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოხატეს საქართველოს საბიუჯეტო ოფისში არსებული გამოცდილებისა და მიღწევების მიმართ და გამოთქვეს საბიუჯეტო ოფისთან შემდგომი პროფესიული თანამშრომლობის სურვილი.

გალერეა