პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით და „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფის“ (EU4Gender Equality Reform Helpdesk) პროექტის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 27-28 და 30-31 მარტს დაინტერესებული მხარეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება“.
ტრენინგს უძღვებოდა გენდერული ბიუჯეტირების საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტი - დოქტორი ელიზაბეტ კლატზერი.
ტრენინგზე მოწვეულნი იყვნენ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის ადმინისტრაციის, სახალხო დამცველის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ასევე, უწყების გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები (gender focal points).
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკას, ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე როგორც საბიუჯეტო, ასევე საგადასახადო პოლიტიკის ჭრილში, ჯგუფურ ფორმატში იმსჯელეს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების დანერგვის პროცესში საქართველოში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, განიხილეს სექტორებისა და შესაბამისი პროგრამების გენდერული მნიშვნელობისა და მგრძნობელობის საკითხები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/934-2023-04-10-13-35-34?tmpl=component&print=1#sigProGalleria19c9d8d518