Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი - ნათია სუარიშვილი სწავლას Williams College-ში განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსი - ნათია სუარიშვილი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით Williams College-ში 2022-2023 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. აღნიშნული პროგრამის მიზანია სტუდენტებისთვის ეკონომიკის განვითარების პროცესის უკეთ შესწავლა და  შესაბამისი ანალიტიკური საშუალებების გამოყენებით მისი გაანალიზება, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზისთვის.

საბიუჯეტო ოფისში ნათიას ძირითადი უფლებამოსილება ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი და მაკროეკონომიკური პროგნოზების წარმოებაა. მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებებისა და უილიამსის კოლეჯის მიერ შემოთავაზებული სამაგისტრო კურსის კურიკულუმის თანხვედრა გახდა ნათიას გადაწყვეტილების საფუძველი პროფესიული განვითარებისთვის აერჩია ისევ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულება.

პროგრამის დასრულების შემდეგ ნათიას მიზანია ახალი გამოცდილებით და ხედვებით დაუბრუნდეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს და აშშ-ში შეძენილი ცოდნა გამოიყენოს საბიუჯეტო ოფისში ახალი პროდუქტების შექმნისა და მოდელების დანერგვისთვის, რაც ხელს შეუწყობს როგორც საბიუჯეტო ოფისის  საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ მეტად დაახლოებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მრავალმხრივ სიღრმისეულ ანალიზს.

ნათია სწავლას აშშ-ში მიმდინარე წლის აგვისტოდან შეუდგება.