Print this page

დაინიშნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილებას შორენა კახიძე უხელმძღვანელებს. მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი (PhD) ბიზნესის ადმინისტრირებაში და ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. არის ასოცირებული პროფესორი. აქვს სახელმწიფო ფინანსების სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, კერძოდ ის მუშაობდა სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე, 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში, საიდანაც 5 წელი ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ოფისს. ასევე აქვს ხანგრძლივი პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც ასოცირებული პროფესორი, კითხულობს სალექციო კურსებს სახელმწიფო ფინანსების, სახელმწიფო ბიუჯეტირების მიმართულებით. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მას გავლილი აქვს სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული ტრენინგები, სემინარები და ვორქშოპები როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ს კონგრესში, ჰოლანდიის პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ აუდიტორთა საბჭოში, გერმანიის საჯარო ფინანსების მართვის აკადემიაში, პოლონეთის ფინანსთა სამინისტროში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ავსტრიის ვენის ინსტიტუტში, სლოვენიის ფინანსებში მომზადებისა და გადამზადების ცენტრში. არის პრეზიდენტის სტიპენდიანტი, მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის კურსდამთავრებული. აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის და მენეჯმენტის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, სალექციო კურსების შექმნისა და ჩატარების რამოდენიმეწლიანი გამოცდილება.