Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

2014 წლის აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს გიორგი ჯერენაშვილი უხელმძღვანელებს. მას აქვს 15 წლიანი მუშაობის გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბიუჯეტო ოფისში გადმოსვლამდე მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიაში სახელმწიფო სექტორის პროექტების დირექტორად, სადაც წარმატებულად აქვს განხორციელებული USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს), EU (ევროკავშირის) და UNDP (გაეროს განვითარების პროგრამის) პროექტები. ასევე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საერთო დანიშნულების აუდიტის დეპარტამენტის და ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის დირექტორად, სადაც წარმატებით აქვს განხორციელებული ეფექტიანობის აუდიტის დანერგვის პროექტი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.