დამტკიცდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალი დებულება, რომელიც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობის გაძლიერებას. საბიუჯეტო ოფისი პარლამენტს მიაწვდის საექსპერტო დასკვნებსა და ანალიტიკურ ინფორმაციას ფინანსურ, საბიუჯეტო, მაკროეკონომიკურ და საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე.ჩატარებული კვლევების აქტუალურობის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ოფისი ითანამშრომლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას მიიღებს სამეცნიერო დებატებსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.