საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო გაუწევს
Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო გაუწევს

 

 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ნაცვლად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული უწყებისა, ყალიბდება როგორც პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული. საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებული იქნება სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს განვითარების საშუალოვადიან სტრატეგიას, საქმიანობის წლიურ გეგმას, საქმიანობის წლიურ ანგარიშს.