Print this page

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასებისა და მონიტორინგის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების თანამშრომლებისათვის ფისკალური გარემოს შეფასების ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე წლის 24-25 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „ფისკალური გარემოს შეფასება და მონიტორინგი".
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზის განყოფილების უფროსი გიორგი მესხორაძე.
ტრენინგის დროს განხილული იქნა ქვეყნის ფისკალური ჩარჩო და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანგარიშგების პოლიტიკა და პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შესრულებისა და, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების მიმოხილვის დოკუმენტები.

 

გალერეა