Print this page

პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) თემაზე ტრენინგი ჩატარდა

 საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საკანონმდებლო ორგანოს მაქსიმალური ინფორმირებულობის, რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმების გამოყენების მხარდაჭერის ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის 9-11 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების აპარატების წარმომადგენლებისათვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) და ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი“.

ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ფინანსური შედეგების შეფასებისა და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტები: ნესტან გაფრინდაშვილი და ნათია სუარიშვილი.

ტრენინგის დროს განხილული იქნა რეგულირების გავლენის შეფასების მექანიზმთან, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მიდგომასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ასევე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ჩართულობით მომზადებული რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტები.

გალერეა