პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ვებ-გვერდზე განთავსდა რეგულირების გავლენის შეფასების სახელმძღვანელო დოკუმენტი:
ნაწილი 1: არსი და საერთაშორისო გამოცდილება
აღნიშნული დოკუმენტი მიმოიხილავს უკეთესი რეგულირების ძირითად პრინციპებს საერთაშორისო დონეზე, შემდეგ წარმოადგენს რეგულირების გავლენის შეფასების საერთაშორისო გამოცდილებას მისი არსის, სამართლებრივი საფუძვლებისა და ძირითადი ტიპების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე.
ნაწილი 2: ტექნიკური სახელმძღვანელო
აღნიშნული დოკუმენტი განიხილავს ალტერნატივების შეფასების ზოგად ანალიტიკურ მიდგომებსა და არასაბაზრო გავლენის ღირებულების შეფასების ძირითად მიმართულებებს. ამავდროულად, დოკუმენტში წარმოდგენილია ღირებულების შეფასების ცალკეული მიმართულებებით ძირითადი მეთოდოლოგიური ასპექტები.