ტრენინგების ციკლი მონაცემთა ვიზუალური კომუნიკაციის შესახებ
Print this page

ტრენინგების ციკლი მონაცემთა ვიზუალური კომუნიკაციის შესახებ

ტრენინგების ფარგლებში განხილულ თემებს შორის იყო ვიზუალური კომუნიკაციის, ასევე ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთობის ისტორია, ასევე მონაცემთა ვიზუალიზაციის თანამედროვე მეთოდები და მათი დანერგვის შესაძლებლობები. აგრეთვე, საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია აღნიშნული მეთოდების პრაქტიკული მაგალითების შესახებ და გაეცნენ არსებულ გამოცდილებას. პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტის მიერ შემუშავებულ იქნა საბიუჯეტო ოფისის პროდუქტების ვიზუალიზაციის განახლებული პოლიტიკა, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება.

პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული განვითარების ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროდუქტების ვიზუალური მხარის შემდგომ დახვეწას, მათი მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.