პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სსფ-ს "ფისკალური გამჭვირვალობის სახელმძღვანელოში"
Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სსფ-ს "ფისკალური გამჭვირვალობის სახელმძღვანელოში"

სასიამოვნო სიახლე:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიმდინარე წელს მომზადებულ "ფისკალური გამჭვირვალობის სახელმძღვანელოში" საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობა შესაბამის კომპონენტში კარგი პრაქტიკის მაგალითად არის წარმოდგენილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული "ფისკალური გამჭვირვალობის სახელმძღვანელო" მიზნად ისახავს 2014 წელს ასევე სსფ-ს მიერ მომზადებული "ფისკალური გამჭვირვალობის კოდექსით" განსაზღვრული პრინციპებისა და პრაქტიკის განმარტებას და აღნიშნული პრინციპების განხორციელებისათვის დეტალური მითითებების წარმოდგენას. კერძოდ:
- სახელმძღვანელო დეტალურად განსაზღვრავს "ფისკალური გამჭვირვალობის კოდექსის" თითოეულ კომპონენტს, და აღნიშნული კომპონენტის განზომილებებსა და პრინციპებს.
- სახელმძღვანელო ასახავს თითოეული პრინციპის მნიშვნელობას და მისი პრაქტიკაში განხორციელების უახლეს ტენდენციებს, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მითითებით.
- სახელმძღვანელო აღწერს თითოეული პრინციპის განხორციელების საბაზისო, კარგ და საუკეთესო პრაქტიკას, იმ სარგებლისა და გამოწვევების მითითებით, რომლებიც უკავშირდება კარგი/საუკეთესო პრაქტიკის მიღწევას. ასევე წარმოდგენილი ცალკეული ქვეყნების მაგალითები.
- სახელმძღვანელო განსაზღვრავს ინდიკატორებს, პრინციპებთან შესაბამისობის შესაფასებლად.

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობა წარმოდგენილია "ფისკალური გამჭვირვალობის კოდექსის" ფისკალური პროგნოზირებისა და ბიუჯეტირების კომპონენტის სანდოობის განზომილების ერთ-ერთი პრინციპის("პრინციპი 2.4.1. დამოუკიდებელი შეფასება: მთავრობის მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგნოზები და შედეგები ექვემდებარება დამოუკიდებელ შეფასებას.") დანერგვის კარგი პრაქტიკის მაგალითი(ჩანართი 3.32. გვ.87). ასევე საყურადღებოა, რომ ამავე პრინციპის დანერგვისათვის საუკეთესო პრაქტიკად სახელმძღვანელოში განხილულია გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი და აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო ოფისი, რომლებთანაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს უკანასკნელი წლების განმავლობაში ჰქონდა ინტენსიური საქმიანი თანამშრომლობა(მათ შორის, ინსტიტუციათაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმით).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული "ფისკალური გამჭვირვალობის სახელმძღვანელო" შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

http://www.elibrary.imf.org/view/IMF069/24788-9781484331859/24788-9781484331859/24788-9781484331859.xml