Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული ანალიზი წარადგინა

 საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საქართველოს გენდერული თანასწორობის საბჭოს გენდერულ ასპექტში სახელმწიფოს ბიუჯეტის ანალიზი წარუდგინა. პუბლიკაცია მიზნად ისახავს წარმოადგინოს:

• სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების გენდერული მნიშვნელობების დონის შეფასების ერთიანი ჩარჩო. გენდერული მნიშვნელოვნების სახით.
• მაღალი გენდერული მნიშვნელოვნების პროგრამებისათვის არსებული მიზნებისა და შედეგების/შედეგების შეფასების ინდიკატორების ანალიზი იმ სარეკომენდაციო ინდიკატორების მითითებით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხარჯავი დაწესებულებების მიერ კონკრეტული პროგრამის გენდერულ ასპექტში მისაღწევი შედეგების შეფასებისათვის.

კვლევა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული განვითარების ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით. მხარდაჭერის ფარგლებში სამუშაოები მოიცავდა გენდერული ბიუჯეტირების მიმართულებით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელთა უნარების გაძლიერებას და ექსპერტულ დახმარებას კვლევის მომზადების პროცესში.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თხოვნით, კვლევასთან დაკავშირებით იგეგმება დამატებითი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით.