პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი კომუნიკაციების ეფექტიანობის მიმართულებით ძალისხმევას გააძლიერებს.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან აშშ-ის განვითარების პროგრამის (USAID) უკეთესი მმართველობის პროექტის (GGI) მხარდაჭერით მიმდინარეობს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის კომუნიკაციების სტრატეგიის გადახედვა და კომუნიკაციების ახალი სამოქმედო გეგმის მომზადება. აქტივობები მოიცავდა მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში სამუშაო შეხვედრებს კომუნიკაციების სტრატეგიის მომზადების მიმართულებით, ასევე ტრენინგს ეფექტიანი კომუნიკაციების კუთხით პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი პირებისათვის. პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტის კახა მაღრაძის მიერ მომზადებულ იქნა:
• საჭიროებათა ანალიზის შეფასებითი ანგარიში
• საკომუნიკაციო სტრატეგია
• კომუნიკაციების სამოქმედო გეგმა.
სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები ასევე მოიცავს გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით მედიის წარმომადგენლებთან.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მადლობას უხდის აშშ-ის განვითარების პროგრამის (USAID) უკეთესი მმართველობის პროექტს (GGI) გაწეული დახმარებისათვის.