Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისების რეგიონალური შეხვედრა

მიმდინარე წლის 11-12 მარტს ვესტმინისტერის დემოკრატიის ფონდის(Westminster Foundation for Democracy) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ორგანიზებით გაიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისების რეგიონალური სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით გამოცდილების გაზიარებისათვის.  შეხვედრის მიზანი იყო ოფისებს შორის სამუშაო რეჟიმში იდეების, მიღწევებისა და გამოწვევების ურთიერთგაცვლა. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის, უკრაინის და ლიბანის საბიუჯეტო ოფისების წარმომადგენლები. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა, თათია ხეთაგურმა დამსწრეთ გააცნო ინფორმაცია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლისა და მანდატის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, დამატებითი კვლევითი პუბლიკაციების და ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიური ასპექტების შესახებ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც განხილული იყო რიგი თემები, მათ შორის: საბიუჯეტო ოფისების ოფისების პროდუქტები, ძირითადი ბენეფიციარები და მათთან კომუნიკაციის გზები,  ასევე ოფისების როლი საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების პროცესში.